ჩვენი ღვინოები

ტრადიციით დაყენებული, მოთმინებით დავარგებული

შატო ატენის ისტორია 2010 წელს იწყება, როდესაც პირველი ვენახი გავაშენეთ. ატენი საქართველოში ერთადერთი ოფიციალურად რეგისტრირებული ცქრიალა ღვინის ზონაა, შატო ატენი კი ამჟამად ერთადერთი მარანია, რომელიც ცქრიალა ატენურს აყენებს. ჩვენს ღვინოებს მხოლოდ საკუთარ ვენახებში მოყვანილი ყურძნისგან ვაყენებთ, სამომავლოდ კი ქართლის მივიწყებული ადგილობრივი ჯიშების აღდგენას ვგეგმავთ.

რა არის ატენური?

გაეცანით ატენის ხეობის ადგილწარმოშობის დასახელებას - საქართველოში ერთადერთს, რომელიც ცქრიალა ღვინისთვისაა განსაზღვრული - და ვაზის ჯიშებს, რომლებისგანაც ჩვენს ღვინოებს ვაყენებთ.

გვეწვიეთ დეგუსტაციაზე

დააგემოვნეთ ჩვენი ღვინოები მარანში: მარნის დათვალიერება მასპინძლის თანხლებით და ტრადიციული ქართული კერძები, გორიდან მანქანით ათ წუთში.