ბუზა
ქართლის მსუბუქი, ცოცხალი წითელი
ბუზა წითელი ყურძენია, ქართლის ერთ-ერთი ძირძველი ჯიში, რომელიც ჩვენს ვენახში, ატენის მიკროზონაში მოგვყავს. მისგან წითელი მშრალი სუფრის ღვინო დგება, ჭიქაში შინდისფერიდან ლალისფრამდე, და მას ხშირად საფერავის სრულ ანტიპოდს უწოდებენ.
ბუზას არომატი თავშეკავებული და ელეგანტურია, ახალი წითელი ხილის ნოტებით: ალუბალი და წითელი მოცხარი. პირში მსუბუქი, ჰაეროვანი, დაბალტანინიანი და ხალისიანია, ნათელი მჟავიანობით, ხოლო მისი ღვინოების ალკოჰოლი ჩვეულებრივ 12-დან 13,5%-მდეა.
შატო ატენში ბუზისგან ცალკე ვაყენებთ ჩვენს წითელ მშრალ ბუზას, ხოლო გორულ მწვანესა და ჩინურთან ერთად ფერსა და წითელი ხილის ნოტას მატებს ჩვენს ვარდისფერ პეტ-ნატს.