GEL
chateauateni

თბილისი (BPI) – გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში ღვინის ახალი მარანი “შატო ატენი” გაიხსნა.

„შატო ატენში“ ვიზიტორებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ ადგილობრივი წარმოების ღვინო, გაეცნონ ღვინის მომზადების პროცესს და დაათვალიერონ ვენახები.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარების მიზნით, სხვადასხვა პროექტებში აქტიურად მონაწილეობას. ადმინისტრაციამ განაახლა პროექტი „ღვინის გზა.“ მიმდინარეობს საქართველოს მასშტაბით არსებული მარნების იდენტიფიცირება. რეკომენდირებული მარნებისთვის მზადდება მანიშნებლები და სახელობით დაფები.

პრეზენტაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

სტატიის ავტორი , 2020-01-30